Terms & Conditions
ჩვენი მომსახურება:
შპს „ქალთა ბედნიერება“ თბილისში წარმოდგენილია 3 პარფიუმერიული მაღაზიით და 3 სილამაზის სალონით, მისამართებზე:
· რუსთაველის 2/4, გალერია თბილისი;
· აღმაშენებლის 95;
· აღმაშენებლის 120;
· გამსახურდიას გამზ. 7;
ასევე გთავაზობთ ვირტუალურ მაღაზიას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს შეიძინონ დისტანციურად და მიიღონ სასურველი პროდუქცია სასურველ ადგილას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს.
კომპანიის უფლებები და ვალდებულებები:
კანონმდებლობის და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები საიტის კონტენტში, რასაც უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.
ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გვეძლევა უფლება დაგიკავშირდეთ ელექტრონულად და მოგაწოდოთ სიტუაციაზე მორგებული ინფორმაცია.
საიტი გაძლევთ კომენტარების განთავსების საშუალებას, რომელიც უნდა ჯდებოდეს ეთიკის ნორმებში და არ არღვევდეს მესამე მხარის უფლებებს.
კომპანია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ის განიხილებოდეს საჯაროდ ან მოხდეს მისი წაშლა.
რადგან, პროდუქციის გაყიდვა რეალურ და ვირტუალურ მაღაზიებში პარალელურად ხდება, არის ალბათობა, რომ საიტზე პროდუქტის დათვალიერების და კალათაში დამატების დროს ის მაღაზიაში გაიყიდოს, იყოს პროდუქციის დანაკლისი, ან აღმოჩნდეს წუნდებული. აღნიშნულის შემთხვევაში ამის შესახებ კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას ფაქტის გამოვლენისთანავე, ხოლო თუ ანგარიშსწორება უკვე განხორციელდა, თანხა დაგიბრუნდებათ, მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, დაგენილ ვადებში. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფილიალში, ან facebook გვერდის საშუალებით და მოითხოვოთ სასურველი პროდუქციის შემოწმება და გადადება.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჯეროვნად შეასრულდეს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებაზე.
მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები:
საიტზე შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია.
მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს შპს ქალთა ბედნიერებასგან ჯეროვნად შესრულებული ვალდებულება პროდუქციის შეძენისა და მიტანაზე.
გამოხატოს თავისი აზრი სოციალურ ქსელებში ეთიკური ნორმების გათვალისწინებით.
მოითხოვოს შეძენილი ნივთის მიღება დადგენილ ვადაში.
კომპანია არ იღებს ვალდებულებას სხვა პირის მიერ არასანქცირებულად მოხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით, თქვენ უნდა ამცნოთ კომპანიას შესაბამისი ზომების მისაღებად.
მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს უტყუარი ინფორმაციის მოწოდება, რათა მისი შეკვეთა ზუსტ ადრესატამდე მივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი მიწოდების ხარჯი დაეკისრება მომხმარებელს.
ანგარიშსწორება:
საიტიდან პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია
· ლოკალურად ემიტირებული და საერთაშორისო Visa/Master Card-ით.
· შპს ქალთა ბედნიერებას სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვით, (დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს შემკვეთის სახელი და გვარი)
უსაფრთხოების პოლიტიკა:
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას რაიმე მიზნისთვის. (გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას).
მომხმარებელი თავისი ნებით იღებს გადაწყვეტილებას გამოიწეროს თუ არა კომპანიის სიახლეები მის მეილზე, რისი შეწყვეტაც შეუძლია ნებისმიერ დროს მეილზე მოწოდებული ინსტრუქციით.
მომხმარებელი ეთანხმება საინფორმაციო შეტყობინებების მიღებას, მის მიერ დაფიქსირებულ ელ-მისამართსა თუ მობილურ ნომერზე, რომელიც დაკავშირებულია მის შეკვეთასთან.
საიტი არ ინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, გადახდისას თქვენ შეგყავთ ბარათის მონაცემები ბანკის გვერდზე, რომელზეც გადაყავხართ საიტს შეკვეთის ბოლო ეტაპზე.
შეძენა და მიწოდება
1. ვინაიდან ონლაინ-მაღაზია დაკავშირებულია რეალურ მაღაზიასთან, უმჯობესია იქნება შეძენამდე გადაამოწმოთ სასურველი პროდუქცია.
2. მიწოდების ფასი: თბილისში 5 ლარი, რეგიონში 8 ლარი (3 კგ-მდე). შეკვეთის დამუშავება და ფორმირება მოხდება მაღაზიის სამუშაო საათებში დილის 10:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
3. შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით.
4. თბილისის მასშტაბით მომხმარებელს მითითებულ მისამართზე პროდუქტი მიუვა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, რეგიონებში კი 3-6 სამუშაო დღის განმავლობაში, კონტრაქტორი საკურიერო სამსახურის მიერ წინასწარ დადგენილი გრაფიკის და მიწოდების მომენტში რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით. მიწოდების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს დიდთოვლობის, წყალდიდობის, ან სხვ ჩვენგან დაუძლეველი მიზეზით.
5. სამუშაო დღეებად არ ითვლება: შაბათი, კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი ოფიციალური უქმე დღეები.
6. მომხმარებელს შეუძლია გაიგოს მისი პროდუქტის მიწოდების სტატუსი და ადგილმდებარეობა შპს ქალთა ბედნიერებას ნომერზე 577070060.
ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის გადაცვლის და დაბრუნების წესები:
1. მომხმარებელს უფლება აქვს გაცვალოს ნაკლოვანების მქონე საქონელი, შეძენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
· ვარგისიანობის ვადებში ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში. თუკი გაყიდვის მომენტში გასული იყო საქონლის ექსპლუატაციის ვადა;
· თუკი, საქონლის ნაკლოვანება ნათელია და დასტურდება, როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის მიერ საქონლის გარეგანი დათვალიერებით;
2. პროდუქციის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს პროდუქციის მიღებაზე. ხოლო წუნის დადასტურების შემთხვევაში, მაღაზია ვალდებულია ჩაანაცვლოს წუნდებული პროდუქცია ანალოგიური ან მსგავსი პროდუქტით, ამასთან ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯები აიღოს საკუთარ თავზე, ან მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში დაუბრუნოს თანხა სრულად.
3. წუნის მიზეზის გამორიცხვის/უარყოფის შემთხვევაში მაღაზიას უფლება აქვს უარი განაცხადოს პროდუქციის დაბრუნებასა თუ გადაცვლაზე, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს წაიღოს შეძენილი პროდუქცია მაღაზიიდან ქალთა ბედნიერების მიერ გაწეული დამატებითი ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების შემდგომ, ანდა - მოითხოვოს მისი ხელახალი მიწოდება სასურველ მისამართზე, შესაბამისი ტრანსპორტირების ღირებულების ჩარიცხვის შემდგომ.
4. ფასდაკლების დროს შეძენილი სათანადო ხარისხის მქონე პროდუქცია დაბრუნებას ანდა გადაცვლას არ ექვემდებარება.
· პირადი ჰიგიენის საგნები;
· საპარფიუმერიო-კოსმეტიკის საქონელი;
· ტრიკოტაჟის თეთრეული, წინდა-თათმანის ნაწარმი;
· ან სხვა ნებისმიერი საქონელი , რომელიც არის გამოყენებული, ანდა არ აქვს შენარჩუნებული: სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი/ეტიკეტი;