Qalta Bedniereba

tel
0322959887
facebook
გვესტუმრე Facebook-ზე
search
ძიება
question
კონტაქტი
REVOX B77 იაპონური რუტინა ტონიკი 150მლ
გაყიდვაშია

REVOX B77 იაპონური რუტინა ტონიკი 150მლ

REVOX B77 იაპონური რუტინა დამატენიანებელი ტონიკი

აქციეთ თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის რუტინა განტვირთვის რიტუალად. პროდუქციის ხაზი შთაგონებულია იაპონური სილამაზის რუტინითა და მუდამ ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოებით. ის ყველგან ავრცელებს საკურას ყვავილებისა და თვალწარმტაცი ბრინჯის მინდვრების ქვეყნის არომატს. მორგებულია თქვენი კანის საჭიროებებზე, ითვალისწინებს მის ყოველდღიურ, ბუნებრივ რიტმს. ნიღაბი უნარჩუნებს კანს ოპტიმალური ტენიანობის დონეს და ანელებს მისი დაბერების პროცესს.

მსუბუქი ტონიკი გამდიდრებულია მაღალკონცენტრირებული საკვები ნივთიერებებით. დელიკატური სპრეი ატენიანებს მშრალ და დაღლილ კანს, აღადგენს მის ბუნებრივ ბალანსს და ბზინვარებას. სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას.

ფორმულა მდიდარია დამამშვიდებელი თვისების მქონე იაპონური ალუბლის ყვავილით, რომელსაც იაპონელი ქალები ახალგაზრდობისა და განახლების მთავარ წყაროდ მიიჩნევენ. ტონიკში შემავალი ბროწეულის ექსტრაქტი ასტიმულირებს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, ჰიალურონის მჟავა იცავს კანს წყლის დაკარგვისგან, ხოლო ბრინჯის რძე აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

მითითება: პირდაპირ წაისვით პროდუქტი სახესა და კისერზე ან დაიდეთ იგი სველი ბამბის დისკის გამოყენებით. შეიზილეთ თითების ნაზად დარტყმით ან უბრალოდ დაელოდეთ, სანამ არ შეიწოვება. გამოიყენეთ ყოველ ჯერზე სახის დაბანის შემდეგ ან კანის განახლებისა და დატენიანებისთვის მთელი დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდირებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება კანის მონაკვეთზე.

მოცულობა: 150 მლ

მწარმოებელი
REVOX
ფასი
23.80 ლ
34.00 ლ
რაოდენობა
minus
plus
ან
გამოხმაურებები
დაგვიტოვე ახალი შეტყობინება