Qalta Bedniereba

tel
0322959887
facebook
გვესტუმრე Facebook-ზე
search
ძიება
question
კონტაქტი
თმა მრავალი მიზეზის გამო შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. იმისათვის რომ დაზიანებულ თმას ბზინვარება მიანიაჭოთ, საჭიროა, აღმოაჩინოთ პროდუქტები, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ. დღეს შემოგთავაზებთ დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ 4 პროდუქტს ‘’ქალთა ბედნიერებისგან’’.


1. Wella Professionals



გერმანული ბრენდის ‘’ Wella Professionals’’- ის ინტენსიური აღმდგენი შამპუნი და ბალზამი მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენი დაზიანებული თმის მდგომარეობას. ველას ინტენსიური აღმდგენი თმას მექანიკური დაზიანებისგან იცავს, სათუთად ასუფთავებს და უვლის მას.

2. L’oreal


ფრანგული ბრენდის ‘’L’oreal Proffesional’'-ის დაზიანებული თმის პროფესიონალური შამპუნი და ნიღაბი გაჟღენთილია თეთრი კინოას მარცვლითა და ცილებით, რომლებიც თმას განსაკუთრებულად არბილებს და უფრო დამყოლს ხდის. Ამ პროდუქტების გამოყენების შემდეგ ზედაპირის დაზიანება მცირდება 77%-ით, ბზინვარება კი 7-ჯერ იზრდება.

3. Moroccanoil

‘’Moroccanoil’’ - ის თმის ზეთები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. Ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტურ არგანის ზეთს და ბზინვარების მიმნიჭებელ ვიტამინებს, რომლებიც თქვენს თმას აჯანსაღებს. Ყოველი გამოყენების შემდეგ თმა გამოკვებილი და პრიალა ხდება.

4. OLAPLEX

OLAPLEX - ის თმის სამკურნალო ნიღაბი და შამპუნი. ოლაპლექსის ნიღაბი ამცირებს მტვრევადობას და შესამჩნევად აძლიერებს თმას. Ნიღაბი არ შეიცავს პარაბინებს, სულფატს და ფტალატებს. Რაც მთავარია, ეს პროდუქტი ვეგანურია. OLAPLEX N4 შამპუნია, რომელიც ღრმად ატენიანებს თავის კანს, თმას კი მარტივად დასამორჩილებელს, ბზინვარეს და ჯანსაღს ტოვებს.


თითოეული პროდუქტის შეძენა ‘’ქალთა ბედნიერების’’ ფილიალებში და საიტზე შეგიძლიათ. Ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მზად არის თქვენთვის საუკეთესო პროდუქტის შერჩევაში დაგეხმაროთ. Ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა, მაღაზიაში სხვა მრავალი პროდუქტი დაგხვდებათ, რომლებიც თქვენი თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.


Willow Tree-ს დეკორატიულ ფიგურები
ამერიკული ბრენდის Willow Tree-ს დეკორატიული ფიგურები ჩვენს ყველა ფილიალში დაგხვდებათ. ...
სასალონე საღებავი - WELLA KOLESTON PERFECT ME+
ქალთა ბედნიერებაში სასალონე საღებავების ფართო არჩევანი დაგხვდებათ...