ამერიკული ბრენდის Willow Tree-ს დეკორატიული ფიგურები ჩვენს ყველა ფილიალში დაგხვდებათ.
Willow Tree-ს ამერიკელი მხატვარი Susan Lord-ი ქმნის. Willow Tree-ს, ანუ ტირიფის ხეს, თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ტირიფი გვაძლევს იმედს და უსაფრთხოების განცდას რომ რაღაცას ვეკუთვნით. ამასთან ერთად, გვასწავლის, როგორ დავივიწყოთ ტკივილი, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. ტირიფის ხის სიმბოლო ჩვენი გზაა სტაბილურობისა და იმედისაკენ.
სწორედ ეს იდეა არის გადმოტანილი თითოეულ ფიგურაში. Willow Tree-ს ფიგურებს აქვთ თავისი მნიშვნელობა და ისტორია. არცერთ მათგანს არ აქვს გამოკვეთილი სახე. გრძნობები და ემოცია გადმოცემულია მხოლოდ მოძრაობითა და ჟესტიკულაციით, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის ან ახლობელი ადამიანის ამოცნობა არა სახის, არამედ ემოციური მსგავსებით დაინახოს ცხოვრების კონკრეტული მომენტი, ან ემოცია, რომელიც ამ მომენტს თან ახლდა, რათა შეძლოს ტკივილის დავიწყება და იმედით აივსოს.