სკალპის მარეგულირებელი შამპუნი ქერტლის საწინააღმდეგოდ. გამოიყენება როგორც გამომშრალი ძირებისთვის, ასევე ცხიმიანი თმის ძირების დროს.უნდა გამოიყენოთ უშუალოდ პრობლემის დროს, როგორც კი გადაიჭრება პრობლემა უნდა გადახვიდეთ ისეთ შამპუნზე, რომელიც ფორმულირებულია უშუალოდ თქვენი ტიპის თმისთვის.დაიტანეთ სველ თმაზე, შეიზილეთ მასაჟისებური მოძრაობით თმის ძირებში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს მგრძნობიარე და გაღიზიანებული სკალპის პრობლემები. გარემოს გავლენა, კვება და სტრესი გარკვეული მიზეზების ჩამონათვალია, რომელიც იწვევს ქერტლს, ქავილს, სიმშრალეს ან ზედმეტად ცხიმიან როგორც სკალპს, ასევე თმასაც.
DERMA სერია სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ გადაჭრას როგორც სიმშრალის, ასევე ზედმეტი ცხიმიანობის პრობლემები. იგი აბალანსებს სკალპის ფუნქციებს, რის შედეგადაც მიიღებთ ჯანსაღ, მოვლილ და სიცოცხლით სავსე თმას.