Qalta Bedniereba

tel
0322959887
facebook
გვესტუმრე Facebook-ზე
search
ძიება
question
კონტაქტი

წესები და პირობები

ჩვენი მომსახურება:

შპს „ქალთა ბედნიერება“ თბილისში წარმოდგენილია  4 პარფიუმერიული მაღაზიით და 2 სილამაზის სალონით, მისამართებზე:

·         რუსთაველის 2/4, გალერია თბილისი;

·         აღმაშენებლის 95;

·         თვალჭრელიძის 2;

·         გამსახურდიას გამზ. 7;

ასევე გთავაზობთ ვირტუალურ მაღაზიას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს შეიძინონ დისტანციურად და მიიღონ სასურველი პროდუქცია სასურველ ადგილას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.


გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს.

კომპანიის უფლებები და ვალდებულებები:

კანონმდებლობის და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები საიტის კონტენტში, რასაც უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.

ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გვეძლევა უფლება დაგიკავშირდეთ ელექტრონულად და მოგაწოდოთ სიტუაციაზე მორგებული ინფორმაცია.

საიტი გაძლევთ კომენტარების განთავსების საშუალებას, რომელიც უნდა ჯდებოდეს ეთიკის ნორმებში და არ არღვევდეს მესამე მხარის უფლებებს.

კომპანია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ის განიხილებოდეს საჯაროდ ან მოხდეს მისი წაშლა.

რადგან, პროდუქციის გაყიდვა რეალურ და ვირტუალურ მაღაზიებში პარალელურად ხდება, არის ალბათობა, რომ საიტზე პროდუქტის დათვალიერების და კალათაში დამატების დროს ის მაღაზიაში გაიყიდოს, იყოს პროდუქციის დანაკლისი, ან აღმოჩნდეს წუნდებული. აღნიშნულის შემთხვევაში ამის შესახებ კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას ფაქტის გამოვლენისთანავე, ხოლო თუ ანგარიშსწორება უკვე განხორციელდა, თანხა დაგიბრუნდებათ, მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, დაგენილ ვადებში. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფილიალში, ან facebook გვერდის საშუალებით და მოითხოვოთ სასურველი პროდუქციის შემოწმება და გადადება.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჯეროვნად შეასრულდეს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებაზე.


მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები:

საიტზე შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია.

მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს შპს ქალთა ბედნიერებასგან ჯეროვნად შესრულებული ვალდებულება პროდუქციის შეძენისა და მიტანაზე.

გამოხატოს თავისი აზრი სოციალურ ქსელებში ეთიკური ნორმების გათვალისწინებით.

მოითხოვოს შეძენილი ნივთის მიღება დადგენილ ვადაში.

კომპანია არ იღებს ვალდებულებას სხვა პირის მიერ არასანქცირებულად მოხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით, თქვენ უნდა ამცნოთ კომპანიას შესაბამისი ზომების მისაღებად.

მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს უტყუარი ინფორმაციის მოწოდება, რათა მისი შეკვეთა ზუსტ ადრესატამდე მივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი მიწოდების ხარჯი დაეკისრება მომხმარებელს.

 

ანგარიშსწორება:

საიტიდან პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია

·         ლოკალურად ემიტირებული და საერთაშორისო Visa/Master Card-ით.

·         შპს ქალთა ბედნიერებას სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვით, (დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს შემკვეთის სახელი და გვარი)

 

უსაფრთხოების პოლიტიკა:

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას რაიმე მიზნისთვის. (გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას).

მომხმარებელი თავისი ნებით იღებს გადაწყვეტილებას გამოიწეროს თუ არა კომპანიის სიახლეები მის მეილზე, რისი შეწყვეტაც შეუძლია ნებისმიერ დროს მეილზე მოწოდებული ინსტრუქციით. 

მომხმარებელი ეთანხმება  საინფორმაციო შეტყობინებების მიღებას, მის მიერ დაფიქსირებულ ელ-მისამართსა თუ მობილურ ნომერზე, რომელიც დაკავშირებულია მის შეკვეთასთან.

საიტი არ ინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, გადახდისას თქვენ შეგყავთ ბარათის მონაცემები ბანკის გვერდზე, რომელზეც გადაყავხართ საიტს შეკვეთის ბოლო ეტაპზე.



შეძენა და მიწოდება

1. ვინაიდან ონლაინ-მაღაზია დაკავშირებულია რეალურ მაღაზიასთან, უმჯობესია იქნება შეძენამდე გადაამოწმოთ სასურველი პროდუქცია.

2. მიწოდების ფასი: თბილისში 6 ლარიდან, რეგიონში 8 ლარიდან (პროდუქციის წონის შესაბამისად). შეკვეთის დამუშავება და ფორმირება მოხდება მაღაზიის სამუშაო საათებში დილის 10:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროდუქციის მიტანა და შეკვეთის ფორმირება არ ხდება სახელმწიფო დასვენების დღეებში და შაბათ-კვირას.

3. შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით.

4. თბილისის მასშტაბით მომხმარებელს მითითებულ მისამართზე პროდუქტი მიუვა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, რეგიონებში კი 3-6 სამუშაო დღის განმავლობაში, კონტრაქტორი საკურიერო სამსახურის მიერ წინასწარ დადგენილი გრაფიკის და მიწოდების მომენტში რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით. მიწოდების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს დიდთოვლობის, წყალდიდობის, ან სხვ ჩვენგან დაუძლეველი მიზეზით.

5. სამუშაო დღეებად არ ითვლება: შაბათი, კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი ოფიციალური უქმე დღეები.

6. მომხმარებელს შეუძლია გაიგოს მისი პროდუქტის მიწოდების სტატუსი და ადგილმდებარეობა შპს ქალთა ბედნიერებას  ნომერზე 0322060778.


ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის  დაბრუნების პოლიტიკა

  • „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს საქონელი 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება საქონლის მიღებიდან.

  • საქონლის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
    • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
    • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
    • ნივთის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 95, ან ქალთა ბედნიერების მოთხოვნით იმ მისამართზე საიდანაც პროდუქცია იქნა გაგზავნილი.
  • იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, საქონელს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, საქონლის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს  მოვაჭრე თავისი რესურსით.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს საქონელი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
  • მოვაჭრე ვალდებულია საქონლის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
  • მომხმარებლის მიერ საქონელზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი:
  • მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ ვადაში.
  • მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება 
  • 30 ლარამდე ღირებულების საქონელი.

 

მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს www.qaltabedniereba.ge-ს თქვენთვის მისაღები საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:

ელ.ფოსტა - info@qaltabedniereba.ge

ტელ.: 0322959887

qaltabedniereba-ს Facebook მესენჯერი.