ALFAPARF SOS EMERGENCY OIL ზეთი თმის აღმდგენი კაფსულა 6*13მლ
ღრმა აღდგენითი თერაპია: აღწევს თმის კორტექსში (შიდა ფენაში), აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურას და ავსებს თმას საჭირო პროტეინებით.
მტვრევადობის შემცირება: რეგულარული გამოყენებისას მნიშვნელოვნად ამცირებს თმის მტვრევადობას და ხდის მას უფრო გამძლეს.
თერმული გააქტიურება: სითბოს (მაგ. ფენის ან კლიმაზონის) ზემოქმედებით პროდუქტის აქტიური ნივთიერებები კიდევ უფრო ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში.
დაბინძურებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა: Urban Defence Pro ტექნოლოგია იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისა და მტვრისგან.
გამოყენების წესი:
დაბანილ, პირსახოცით შემშრალებულ თმაზე თანაბრად დაიტანეთ ერთ-ერთი ამპულის შიგთავსი.
გაიჩერეთ 5-10 წუთი სითბოს წყაროს ქვეშ (ან გამოიყენეთ ფენი დაბალ ტემპერატურაზე ეფექტის გასაძლიერებლად).
კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში 1-ხელ ან საჭიროებისამებრ.