ხვეული და ტალღოვანი თმის გამოსაკვეთი და დამცავი კრემი. იგი სიღრმისეულად ატენიანებს თმას, გამოკვეთს ხვეულების ბუნებრივ ფორმას, ანიჭებს მათ ელასტიურობას, რბილობასა და ბზინვარებას დამძიმებისა და თმის გაშეშების გარეშე.
ძირითადი თვისებები და უპირატესობები:
ხვეულების გამოკვეთა და ელასტიურობა: უზრუნველყოფს ხვეულებისა და ტალღების მკაფიო სტრუქტურასა და მოქნილობას.
Frizz-ის კონტროლი და ტენიანობისგან დაცვა:
Climate-Proof ტექნოლოგია: ინარჩუნებს თმაში ტენიანობის ოპტიმალურ ბალანსს და იცავს მას გარემო პირობებისა თუ ჰაერის ტენიანობის ცვალებადობისგან.
კვება და რბილობა: Manketti Oil (მანკეტის ზეთი) სიღრმისეულად კვებავს და არბილებს თმის ბოჭკოს.
თერმული დაცვა: იცავს თმას ფენითა თუ დიფუზორით გაშრობისას ცხელი ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან.
ფერის და ბზინვარების დაცვა:
Urban Defence Pro: იცავს თმას გარემოს დაბინძურებისა და მტვრისგან.
Shine Fix Complex: ანიჭებს თმას ხანგრძლივ, 24-საათიან ბზინვარებას.
Color Fix Complex: UV ფილტრი და ანტიოქსიდანტები ინარჩუნებენ შეღებილი თმის ფერის სიკაშკაშეს.
გამოყენების წესი:
წაისვით თანაბრად პირსახოცით შემშრალებულ, ნესტიან თმაზე. დაიმუშავეთ ხვეულები ხელით (Scrunching) სასურველი ფორმის მისაცემად. არ ჩამოიბანოთ. გააშრეთ ბუნებრივად ან დიფუზორით.